ეკოლოგიური პრობლემები და მათი შედეგები

                                  კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურება

დედამიწა კლიმატის ცვლილების წინაშე დგას, ჰაერში დაბინძურებლების გამო. ჰაერის დაბინძურების მიზეზები, როგორც ბუნებრივია ასევე ადამიანის მიერა  შექმნილი. ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი ფაქტორებია: ქიმიური პროდუქტების გამოყენება, ტყეების განადგურება, ქარხნების მიერ გამონაბოლქვი კვამლი და მანქნების გამონაბოლქვი.


მჟავე წვიმა და ტყეების განადგურება
მჟავა წვიმა შედგება წყლისა და ტოქსიკური ნარჩენებისგან, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალებების მჟავისგან.ამის ასაციელებლად საჭიროა დამაბინძურებელი ემისიების კონტროლი, საწვავებში გოგირდის შემცველობის შემცირება და შეუსაბამო მრეწველობის დახურვა.
ტყეების განადგურება დღევანდელი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და ტყეები ყველაზე მეტად დაზარალდნენ ტყეების გაჩეხვისგან, რომელიც დაკავშირებულია არამდგრადი სოფლის მეურნეობისათან და ხის გადაჭარბებული ექსპლუატაციასთან. ასევე ბოლო წლებში ტყის ხანძრების წილი გაიზარდა და ეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათასობით ხის დაკარგვის მიზეზია. 
ტყეების გაჩეხვა გაანადგურება  კი ადამიანის საქმიანობის შედეგია. რა თქმა უნდა ხეების მოჭრისს მიზეზი მრავალია, მაგალითად  ქაღალდის მიღებისთვის, ფინანსურ მოგებისთვის, სასოფლო -სამეურნო საქმიანობისთვის და ა.შ. ტყეების განადგურების შედეგით ატმოსფეროში ცვლილები ხდება და ზუსტად იმასთან არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა.
ტყეების  შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტასთვის, რადგან ამბობენ, რომ ტყეები არის დედამიწის ფილტვები.


ნიადაგის დეგრადაცია და დაბინძურება 
ნიადაგის დეგრადაცია ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. დეგრადირებული ნიადაგი კარგავს თავის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს, ამოტომაც დაკარგავს ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა ეკოსისტემური მომსახურება. ამ პრობლემის მიზეზები დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებით: ექსტენსიური სოფლისმეურნეობა, ჭარბძოვება, ტყის გაჩეხვა და წყლის გადაჭარბებული ექსპლუატაცია.
   ამ პრობლემის თავიდან აცილების ან მინიმიზაციის  გამოსავალი მიწათსარგებლობას არეგულირებაა.
ნიადაგის დაბინძურების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ურბანული ნარჩენების არასათანადო განთავსება, ინფრასტრუქტური მშენებლობა, სასოფლო-სამეურნო პესტიციდების და სასუქების ან კანალიზაციის და დაბინძურებული მდინარეების გამოყენება. 
   ეს პრობლემს მოგროვებისთვის საჭიროა კარგი ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების გარემოში გადაყრა და გადაყრაუკანონო სანიტარული ნაგავსაყრელების აკრძალვა.
 
წყლის დაბინძურება 

წყალი სიცოცხისტვის აუცილებელი პირობაა და ამის შესახებ ყველამ უნდა იზრუნოს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს წყლის რესურსები ცუდ მდგომარეობაში არიან. წყლის დაბინძურება ხდება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით. ერთ-ერთი გზა პესტიციდების და სასუქების ინტენსიური გამოყენებაა სოფლის მეურნეობაში. 



პლასტმასის გამოყენება და ეკოლოგიური კვალი
პლასტმასის გამოყენება საზოგადოებისთვის ძალიან კომფორტულია, მაგრამ გამოყენების შემდეგ პლასტმასის გადაყრა დიდ ზიანს ახდენს განსაკუთრებით ოკეანეზე, რადგან ეს ნარჩენები საბოლოოდ მიაღწევს ოკეანეს, რაც ცუდ გავლენას მოახდენს ზღვის სახეობების ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე. ამის გამოსავალი უნდა იყოს პლასტმასის გამოყენების შემცირება და სხვა ტიპის ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის პოვნა.

ეკოლოგიური კვალი გარემოსდაცვითი ინდიკატორია, რომელიც მიუთითებს ადმიანის ზემოქმედება გარემოზე და მიუთითემს იმას, თუ რომლებია ეკოლოგიური პრობლემები, და რა მდგომარეობაშია ეკოლოგია. უპასუხისმგელო მოხმარება და გლობალიზაცია ნიშნავს, რომ გლობალური და ინდივიდუალური ეკოლოგიური კვალი იზრდება.

ეკოლოგიური პრობლემები ბიოლოგიურ დონეზე
ეკოსისტემის დღევანდელი მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ განხორცილებული ტრანსფორმაციების გამო, მაგალითად სოფლის მეურნეობის, ურბანული ცენტრების გადიდების, ეკოლოგიის გადაჭარბებული ექსპლუატაციის და სხვადასხვა ქმედების გამო, როგორიცაა უკანონო ნადირობა და ნაგავის გადაყრა. დაბინძურება ადამიანის აქტივიბების შედეგია და ეს ბიომრავალფეროვნის დაკარგვის მიზანია. ამ პრობლების გამოსავალი არა მარტო ადამიანების პატივისცემა უნდა იყოს გარემოს მიმართ, არამედ ბუნებრივი გარემო უნდა იყოს კანონით დაცული და ყველა ადამიანი უნდა იცოდეს თავისი მოვალეობები ეკოლოგიის მიმართ.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინფორმაციის საშუალებით უფრო მეტი ინფორმაცია გაიკეთ ეკოლოგიური პრობლემების, მათი შედეგების და პრობლემების გამოსავლების შესახებ, რადგან ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია.














No comments:

Post a Comment